ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ისლამი ამ ბრძოლისგან ვერაფერს მიიღებდა“ - მახაჩევის მწვრთნელი თოფურიაზე

29 ივნისს, თბილისის დროით გამთენიისას, თავისუფლად შეიძლებოდა მსუბუქი წონის სატიტულო შეხვედრაში ილია თოფურიას მეტოქე ჩარლზ ოლივეირას ნაცვლად ისლამ მახაჩევი ყოფილიყო, თუმცა დაღესტნელმა მებრძოლმა ქვესაშუალო დივიზიონში ასვლა გადაწყვიტა და საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. ბევრმა მახაჩევის ეს ნაბიჯი გაქცევად ჩათვალა, რაზეც მის მწვრთნელს ხავიერ მენდესს ასეთი პასუხი აქვს:

„შიშზე საუბარს საერთოდ არ დავიწყებ, რადგან ეს ნამდვილი სისულელეა. მიზეზი იმისა, რომ მახაჩევი-თოფურიას ორთაბრძოლა არ შედგა არც ის გახლავთ, რომ ისლამს წონის კლება უჭირდა, არამედ ის, რომ მას სურს სპორტის ამ სახეობაში საკუთარი კვალი დატოვოს და მემკვიდრეობა შექმნას. მახაჩევს ილიასთან დაპირისპირება მარტივი მიზეზის გამო არ სურდა, რადგან ის ქვემსუბუქწონოსანი იყო და რა გამოდიოდა? ამ ბრძოლით თოფურია ყველაფერს იღებდა, ისლამი კი ვერაფერს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია სულ მალე ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება, ხოლო ქვესაშუალო წონით დივიზიონში ასული ისლამ მახაჩევი ქამრისთვის ბრძოლას სავარაუდოდ ნოემბერში, ჯეკ დელა მადალენასთან ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავიდან არასწორად გამოაცხადეს | თოფურიამ და ოლივეირამ წონა ჩააბარეს
თავიდან არასწორად გამოაცხადეს | თოფურიამ და ოლივეირამ წონა ჩააბარეს