ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„წინ წავალ, არაფერი შეიცვლება“ | ოლივეირას კომენტარი წონის ჩაბარების შემდეგ

ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს და დღეს, ორივე მებრძოლმა წონა წარმატებით ჩააბარა. „დუ ბრონსქმა“ 70 კილოგრამი დააფიქსირა და აწონვის შემდეგ, „ელ მატადორზე“ ისაუბრა.

„წონის კლების პროცესმა იდეალურად ჩაიარა და 100 პროცენტით მზად ვარ. ითამაშებს თუ არა როლს ფიზიკური გაბარიტები? ჩემი გამარჯვების წყურვილი და ბოლომდე მზადყოფნა იქნება გადამწყვეტი. თოფურიასნაირი თავდაჯერებულობა მეც მქონია. დაუმარცხებელი მებრძოლის თავდაჯერებულობა.... ეს ამ სპორტის ნაწილია.

ილიას სტილის გამო, შეიცვლება თუ არა რამე ჩემს სტრატეგიაში? არა, არაფერი შეიცვლება. წინ წავალ და მეტოქეზე ზეწოლას განვახორციელებ. იმ ოლივეირას იხილავთ, რომელიც წარსულში ბევრჯერ გინახავთ. ის ფაქტი, რომ აუტსაიდერი ვარ? ეს არაფერს ნიშნავს. როდესაც ოქტაგონზე ხარ, შანსები 50/50-ზეა“.

შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე თოფურიასა და ოლივეირას შორის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლა თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება და 08:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი ესპანეთიდან | ჩაკვეტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა
ინტერესი ესპანეთიდან | ჩაკვეტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა