ფედელე: ლანგი კვარას შემცვლელად? ნერეშზეც ამას ამბობდნენ
„ნაპოლი“ ახალი გარემარბის შეძენაზე მუშაობს და პსვ-დან ნოა ლანგის გაფორმება სურთ, რომელსაც ადგილობრივი პრესა ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ასახელებს.
იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი ენრიკო ფედელე ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებს.
„ნოა ლანგმა თავის ქვეყანაში გოლები გაიტანა? წადით და ნახეთ რამდენ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სასტარტოდან რამდენში ითამაშა და რა გუნდებს გაუტანა. ამის შემდეგ მე კითხვები მიჩნდება - რა დონის ტურნირებზე გაიტანა მან ეს გოლები? ნიდერლანდების ჩემპიონატში დიდი კონკურენცია არ არის, იქ სულ ორი კარგი გუნდია.
ის კვარაცხელიას შემცვლელად მოდის? მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს, რადგან დავიდ ნერეშმა ხვიჩა უკვე შეცვალა მარცხენა ფლანგზე და ყველამ ვნახეთ რაც მოხდა. ბრაზილიელს გოლები რომ გაეტანა, საამისოდ მას მარჯვნივ თამაში სჭირდებოდა. იქ კი პოლიტანოა და მას სათამაშო არეალს შეუზღუდავდა, რომელსაც მყარი კავშირი აქვს ანგისასა და დი ლორენცოსთან. ისინი კარგად არიან შეთამაშებულნი“.
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელებმა უკვე გაიფორმეს კევინ დე ბრუინი, რომელიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.