„ნაპოლი არ შემცდარა, როდესაც გაყიდა, რადგან...“ - რას ამბობს მაურო მელუზო
ნაპოლის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მაურო მელუზომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა მისი გაყიდვით დიდი ფინანსური მოგება ნახა, რის გამოც, მისი „პარტენოპეიდან“ გაშვება შეცდომა არ ყოფილა.
რას ამბობს მელუზო:
„როდესაც კვარაცხელიას კონტრაქტი არ განახლდა, მას მაინც ხანგრძლივი ხელშეკრულება აკავშირებდა კლუბთან, რადგან ახალი მისული იყო და ნაპოლი ამ კონტრაქტით თავს დაზღვეულად გრძნობდა. ცხადია, იმ სეზონის შემდეგ აგენტები სხვა ციფრებს ითხოვდნენ, მაგრამ ნაპოლის არ შეშლია, რადგან კვარასგან მაინც უდიდესი სარგებელი მიიღო.“
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან“ 80 მილიონ ევროდ შეიძინა. პარიზში გადასვლის შემდეგ ქართველმა შემტევმა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გასულ სეზონში კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.