ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი | Opta ფავორიტად პარი სენ-ჟერმენს ასახელებს

14 ივნისს, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც განახლებული ფორმატით ტარდება. ტურნირამდე, ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა და ფავორიტები დაასახელა.

Opta-ს მიხედვით, საკლუბო მსოფლიოს მოგების ყველაზე კარგი შანსი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის ტრიუმფის ალბათობა 18.5 პროცენტად ფასდება. მეორე ადგილზე „მანჩესტერ სიტი“ იმყოფება - 17.8 პროცენტი, ხოლო „ბაიერნი“ მესამე ადგილს იკავებს - 12.8 პროცენტი.

„რეკორდმაისტერს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, „ინტერი“ მოსდევს - 12.3 პროცენტი. ჩაბი ალონსოს „რეალი“ მეხუთე ადგილზეა - 9.8 პროცენტი. „სამეფო კლუბის“ შემდეგ „ჩელსი“ (8.4 პროცენტი), „დორტმუნდი“ (5.4 პროცენტი), „ატლეტიკო“ (5.1 პროცენტი) და „იუვენტუსი“ (3.6 პროცენტი) მოდიან.

ცნობისთვის, კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ B ჯგუფშია მოხვედრილი და მისი მეტოქეები „ატლეტიკო“, „ბოტაფოგო“ და „სიეტლ საუნდერსი“ არიან. პარიზელები პირველ შეხვედრას 15 ივნისს გამართავენ და „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთა ლიგის მეორე ტიტული პორტუგალიას | სელესაომ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა
ერთა ლიგის მეორე ტიტული პორტუგალიას | სელესაომ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა