ტაირიზ ჰალიბერტონი, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ჯეილენ უილიამსი
Aa
Aa

დომინანტი ოკლაჰომა | თანდერმა ინდიანასთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა

„ოკლაჰომა სითი თანდერმა“ NBA-ის სუპერფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. „ოქეისიმ“ მეორე შეხვედრაც საკუთარ კედლებში გამართა და პირველი მატჩისგან განსხვავებით, „ინდიანა პეისერსს“ შანსი არ დაუტოვა.

„თანდერმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 26:20 მოიგო. მეორე პერიოდში, „ოკლაჰომას“ უპირატესობა სოლიდური გახდა და დიდ შესვენებაზე, „ოქეისი“ 59:41-ს იგებდა. „ინდიანას“ მეორე ტაიმშიც არაფერი გამოუვიდა და „პეისერსი“ 107:123 დამარცხდა.

„თანდერის“ რიგებში საუკეთესო შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო - 34 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა. ალექს კარუსომ 20 ქულა დააგროვა. ჯეილენ უილიამსმა 19 ქულა მიითვალა, ხოლო აარონ უიგინსმა - 18. „ინდიანას“ მხრიდან 17 ქულით ტაირიზ ჰალიბერტონი გამოირჩა. პასკალ სიაკამმა 15 ქულა გააკეთა, მაილს ტერნერმა - 16.

ცნობისთვის, ოკლაჰომაში გამართული ორი მატჩის შემდეგ, სერია ინდიანაში გადაინაცვლებს. „პეისერსი“ მასპინძლის რანგში იქნება და „თანდერს“ 12 ივნისს მიიღებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მერაბის წაგებაზე 200 000 ედო | ადინ როსი ითხოვს, მანქანას დოპინგ ტესტი ჩაუტარონ
    მერაბის წაგებაზე 200 000 ედო | ადინ როსი ითხოვს, მანქანას დოპინგ ტესტი ჩაუტარონ