მერაბის წაგებაზე 200 000 ედო | ადინ როსი ითხოვს, მანქანას დოპინგ ტესტი ჩაუტარონ
პოპულარულმა სტრიმერმა, ადინ როსმა, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ადინ როსი „მანქანისა“ და შონ ომალის საჩემპიონო ორთაბრძოლას გამოეხმაურა და არ დამალა, რომ შედეგით იმედგაცრუებული დარჩა.
ცნობილმა სტრიმერმა ივარაუდა, რომ „შუგა“ „მანქანას“ დაამარცხებდა და საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებდა. ადინ როსმა ომალიზე სოლიდური ფსონიც განათავსა და მის გამარჯვებაზე 200 000 აშშ დოლარი დადო, წაგების შემდეგ კი მოითხოვა, დვალიშვილი დოპინგზე შეამოწმონ.
„არ დაგიმალავთ და ვფიქრობ, მერაბს დოპინგ ტესტი უნდა ჩაუტარონ. ამ ბიჭს დაუსრულებელი ენერგია აქვს. არ ვხუმრობ, მართლა მგონია, რომ რაღაც პრეპარატს იღებს. გამორიცხულია, ასეთი ენერგია ბუნებრივად გქონდეს“, - განაცხადა ადინ როსმა.
შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ საჩემპიონო ქამარი ზედიზედ მეორე დაიცვა. პირველად მან ეს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გააკეთა და რუსი მებრძოლი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. სხვათა შორის, მერაბს დოპინგ ტესტზე ამოწმებენ ხოლმე და 2025 წელს, დვალიშვილს 5! ტესტი ჩაუტარდა.