მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ESPN: დებატები მორჩა, დვალიშვილი თავის წონაში ყველა დროის საუკეთესოა

ავტორიტეტული სპორტული ტელეარხი ESPN-ი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის შესახებ წერს და შონ ომალისთან ჩხუბში მის შთამბეჭდავ გამარჯვებას ეხმიანება.

„UFC-ის ისტორიაში სუპერმსუბუქი წონის არაერთი გამორჩეული მებრძოლი გვინახავს, მაგრამ დროა ვაღიაროთ, რომ დვალიშვილი მათ შორის საუკეთესოა - და ის ჯერ კიდევ აქტიური მებრძოლია.

რემატჩში დვალიშვილს ომალის დამარცხება არ გასჭირვებია. რა თქმა უნდა, დვალიშვილს არ აქვს იმდენივე სატიტულო მოგება, რამდენიც ტიჯეი დილაშოუს, დომინიკ კრუზს ან მის მეგობარ ალჯამეინ სტერლინგს ჰქონდა, მაგრამ ის დონე, რომელიც მერაბმა UFC-ში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ აჩვენა, უბრალოდ შთამბეჭდავია.

დვალიშვილმა მოგებების სერია 13-მდე გაზარდა და ორი მოგებით ჩამორჩება ისლამ მახაჩევს (15), რაც მოქმედ მებრძოლებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა, მერაბმა გააუმჯობესა თეიქდაუნების თავისივე რეკორდი: +5 ომალისთან ჩხუბში. შესაბამისად, 15 ჩხუბში მერაბს უკვე 97 თეიქდაუნი დაუგროვდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ 13 ბრძოლის განმავლობაში მისი ოპონენტისთვის მოგება არც ერთ მსაჯს არ მიუცია.

დვალიშვილმა დაამარცხა ჟოზე ალდო, შონ ომალი (ორჯერ), ჰენრი სეხუდო, პიოტრ იანი და უმარ ნურმაგომედოვი. ყველა მათგანი, უმარის გარდა, წარსულში UFC-ის ჩემპიონი იყო.

დივიზიონის საუკეთესო სტრაიკერთან ჩხუბში მერაბის პერფორმანსმა კიდევ უფრო გაამყარა მისი სტატუსი. გაუმჯობესებული სტრაიკინგი, დაუჯერებელი კარდიო და უწყვეტი ზეწოლა - რთულია იპოვო მებრძოლი, რომელსაც აქვს მერაბის დასამარცხებლად საჭირო იდეალური თვისებები. როგორც ჩანს, მისი შემდეგი მეტოქე სენდჰეგენი იქნება, მაგრამ სტერლინგს ის 2020 წელს ჰყავს დამარცხებული და მეგობარს რამდენიმე რჩევას აუცილებლად მისცემს.

დვალიშვილს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის სტერლინს არ ეჩხუბებოდა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ის უბრალოდ მეგობრის ერთგული იყო და ელოდებოდა, როდის მიიღებდა სატიტულო შანსს. ახლა დვალიშვილი ჩემპიონია და, როგორც ჩანს, მის მეფობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

შონ ომალისთან ჩხუბში ისიც გამოჩნდა, რომ დვალიშვილმა მაქსიმუმს ჯერ კიდევ არ მიაღწია. ის ვითარდება და უფრო მრავალფეროვანი მებრძოლი ხდება. ილეთით მოგება მისთვის UFC-ში პირველი, კარიერაში კი მხოლოდ მეორე აღმოჩნდა. ახლა, როდესაც მერაბ დვალიშვილი თავის არსენალში ფინიშებს ამატებს, მასსა და დივიზიონის დანარჩენ მებრძოლებს შორის არსებული უფსკრული კიდევ უფრო გაიზრდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბავშვობაში მაცივარიც კი არ მქონდა“ - დვალიშვილის პრესკონფერენცია
“ბავშვობაში მაცივარიც კი არ მქონდა“ - დვალიშვილის პრესკონფერენცია