მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, დენა უაითი
Aa
Aa

„რა არის საჭირო მერაბის დასამარცხებლად? არ ვიცი“ - დენა უაითი

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ნიუარკში გამართული ღონისძიების მთავარ ჩხუბზე ისაუბრა, რომელშიც მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

დენა უაითი:

„რა არის საჭირო მერაბის დასამარცხებლად? არ ვიცი. შონ ომალი 100%-ით ჯანმრთელი, ფიზიკურად და მენტალურად მომზადებული იყო, მერაბმა კი ის დააფინიშა.

მერაბი თავის წონაში ყველა დროის საუკეთესოა. ვფიქრობ, უმართან რემატჩი საინტერესო იქნებოდა. როდესაც ყველას ორ-ორჯერ მოუგებ, შენი მემკვიდრეობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, ასე რომ, ვნახოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგი ჩხუბი მერაბს არა სენდჰეგენთან, არამედ ნურმაგომედოვთან ექნება.

მერაბს ნათქვამი აქვს, რომ სურს, 2025 წელს ქამარი ოთხჯერ დაიცვას. მე არასოდეს ვეუბნები უარს მებრძოლებს, რომლებსაც ხშირად ჩხუბი სურთ.

ომალიმ ზედიზედ ორი სატიტულო ჩხუბი წააგო. ახლა მან უნდა დაისვენოს, შემდეგ კი მოვიდეს და გვითხრას, რა გეგმები აქვს. მისთვის რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ.

დვალიშვილის და პანტოჟას ჩხუბი? ამაზე არ გვიფიქრია, სანამ კითხვას არ დასვამდით. მე ყველაფრისთვის ვარ მზად, თუ ეს ხალხს დააინტერესებს“. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი მოტივაციის წყარო ჩემი ქვეყანაა“ - მერაბ დვალიშვილი
„ჩემი მოტივაციის წყარო ჩემი ქვეყანაა“ - მერაბ დვალიშვილი