„მერაბი ნამდვილად მანქანაა“ - მებრძოლები დვალიშვილის გამარჯვებაზე
MMA-ის ყოფილი და მოქმედი მებრძოლები შონ ომალისთან ჩხუბში მერაბ დვალიშვილის ტრიუმფალურ გამარჯვებას ეხმიანებიან.
ილია თოფურია: მეტი აღარაფერია სათქმელი! ლეგენდა!
კაბ სვანსონი: მერაბი შესანიშნავი იყო!
ჰენრი სეხუდო: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესოა!
ტერენს მაკკინი: მინდა, სატიტულო ჩხუბში კორი სენდჰეგენი ვიხილო, მაგრამ ამავე დროს მინდა, კორი ომალის დაუპირისპირდეს.
მანელ კაპე: მერაბის დიდებული გამარჯვება! მართალი გითხრათ, ეს არა ჩხუბი, არამედ ბულინგი იყო!
ბილი ქუარანტილო: არარეალური პერფორმანსი მერაბ დვალიშვილისგან - სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესოა!
ალან ჯუბანი: მერაბი იმაზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ოდესმე! კრივი და ილეთები!
ოდე ოსბორნი: მერაბი ნამდვილად მანქანაა!
ჯონი უოლკერი: როგორც ყოველთვის, მერაბ დვალიშვილი მასტერკლასს გვთავაზობს. თქვით, რაც გსურთ, მაგრამ ის ყველა დროის საუკეთესოა. ვამაყობ შენით, ძმაო!
ზაკ პაუგა: სერიოზული კითხვა მაქვს და პასუხი მჭირდება: რატომ მისცეს ომალის რემატჩი?
პიოტრ იანი: ასე ხდება, როდესაც გაძლევენ იმას, რაც არ დაგიმსახურებია! რიგს დაუბრუნდი.
გილბერტ ბერნსი: გილოცავ, მერაბ! ყველაფერი დასრულებულია!