მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

მანქანა შეუჩერებელია | დვალიშვილმა ომალი მოახრჩო

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში მოქმედმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ყოფილი ჩემპიონი შონ ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

მერაბმა პირველივე რაუნდიდან აგრესიული ბრძოლა შემოგვთავაზა, „შუგა“ პარტერში რამდენჯერმე გადაიყვანა და რაუნდიც დამსახურებულად მოუგო. მნიშვნელოვანი დარტყმების მხრივაც პირველ და მეორე რაუნდებში უპირატესობა მერაბის მხარეს იყო. მესამე რაუნდის დასაწყისშივე მერაბმა თეიქდაუნი განახორციელა და მახრჩობელა ილეთით მოიგო.

ამგვარად, მერაბმა ქამარი უკვე მეორედ დაიცვა. აქვე გეტყვით, რომ დვალიშვილი-ომალის ჩხუბი აშშ-ის ქალაქ ნიუარკში UFC 316-ზე გაიმართა და ღონისძიების მთავარი მოვლენა იყო. დვალიშვილმა საუკეთესო პერფორმანსის (Performance of the night) ბონუსიც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში სწორედ შონ ომალისთან ბრძოლაში მოიპოვა. მას შემდეგ „მანქანამ“ ქამარი უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლაში დაიცვა, შონ ომალიმ კი ოპერაცია გადაიტანა და ქამრის დაბრუნების შესაძლებლობა მიიღო, თუმცა დვალიშვილის დამარცხება ვერც მეორე ცდაზე შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ომალისა და დვალიშვილის ფეისოფი | რა უთხრა შუგამ მანქანას
ომალისა და დვალიშვილის ფეისოფი | რა უთხრა შუგამ მანქანას