კაილა ჰარისონი, ჯულიანა პენა
Aa
Aa

ჰარისონის ტრიუმფი | ქალთა სუპერმსუბუქ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს

UFC 316-ზე ქალთა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბი გაიმართა, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი, ჯულიანა პენა კაილა ჰარისონთან დამარცხდა.

პირველი რაუნდი ჰარისონის უპირატესობით წარიმართა: მან წარმატებული თეიქდაუნიც განახორციელა, გარდა ამისა, პენას აკრძალული დარტყმისთვის ქულა დააკლეს. მეორე რაუნდში პენამ ჰარისონის თეიქდაუნისგან თავი ისევ ვერ დაიცვა, ამერიკელმა კი უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და კიმურას ილეთით გაიმარჯვა. 

აღსანიშნავია, რომ ჰარისონმა ღონისძიების საუკეთესო პერფორმანსის (Performance of the night) ბონუსიც მიიღო.

გასული წლის ოქტომბერში, რაკელ პენინგტონთან ჩხუბში გამარჯვების შემდეგ ეს ჯულიანა პენასთვის ქამრის პირველი დაცვა იყო, რომელიც მისთვის წარუმატებლად დასრულდა. მის ანგარიშზე MMA-ში 12 მოგება და 6 მარცხია.

რაც შეეხება ჰარისონს, ის ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, UFC-ში კი კაილამ მხოლოდ მესამე ბრძოლა გამართა - მანამდე ამერიკელმა მებრძოლმა ჯერ ჰოლი ჰოლმი, შემდეგ კი კეტლენ ვიეირა დაამარცხა.

დიდი ალბათობით, ახალი ჩემპიონი ქამარს ლეგენდარული ამანდა ნუნიესის წინააღმდეგ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დელა მადალენა მახაჩევზე: ვფიქრობ, ოქტომბერში ვიჩხუბებთ
დელა მადალენა მახაჩევზე: ვფიქრობ, ოქტომბერში ვიჩხუბებთ