BREAKING | კანში ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც „პარი სენ-ჟერმენისა“ და „სენტ-ეტიენის“ მოთამაშეები კანში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.
Geo Team-ის ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია ყველაფერი: ძვირფასეულობა, ჩანთები, საათები. როგორც გაირკვა, ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები ოჯახის წევრებთან ერთად გარეთ იმყოფებოდნენ და საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის უკვე დასრულებულ სეზონში, დავითაშვილმა 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისით რამდენიმე უცხოური კლუბია დაინტერესებული და ყველაზე მეტად, „ბეშიქთაშზე“ იწერება.
კვარაცხელიას რაც შეეხება, კვარამ გასულ სეზონში, პსჟ-ს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 25-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.