„ჩემი მოტივაციის წყარო ჩემი ქვეყანაა“ - მერაბ დვალიშვილი
შონ ომალის დამარცხების შემდეგ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.
მერაბ დვალიშვილი:
„შესანიშნავი მომენტია, აქ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც იმყოფება. გაუმარჯოს აშშ-ს და საქართველოს. მიყვარხართ ყველანი! მადლობა დენა უაითს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შექმნა.
ეს მსოფლიოში საუკეთესო სამსახურია. მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ვარ - მსოფლიო ჩემპიონი ვარ. აქ რომ მოვედი, არაფერი მქონდა, ამიტომ მადლიერი ვარ, რომ შემიძლია, მაგალითი ვიყო ახალი თაობებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფლობთ - მთავარია გქონდეთ მიზანი. იშრომეთ თქვენი მიზნების მისაღწევად და ყველაფერი გამოგივათ. მე ეს შევძელი და თქვენც შეძლებთ!
განსაკუთრებული ნიჭი არ მაქვს. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს კარდიო გენეტიკურად მაქვს. არა, მეც ვიღლებოდი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი - აუცილებელია ვარჯიში და მძიმე შრომა.
შონი კარგად მოემზადა. ვიცოდი, რომ განსხვავებულად მოემზადებოდა, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვმარცხებოდი, ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო. ჩემს არსენალში ბევრი იარაღია და ნელ-ნელა ყველაფერს ნახავთ. მადლობა ჩემს გუნდს, რეი ლონგოს, ჯონ ვუდს, ალჯამეინ სტერლინგს - მე რომ ასეთი მებრძოლი ვარ, ეს შენი დამსახურებაა.
კორი სენდჰეგენმა საჩემპიონო ჩხუბი ყველაზე მეტად დაიმსახურა. მას დიდ პატივს ვცემ. ჩემი მოტივაციის წყარო ჩემი ქვეყანაა. საქართველო, მიყვარხარ!“