უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

L’Equipe: დემბელე ტრავმის გამო ატლეტიკოსთან მატჩს გამოტოვებს

უსმან დემბელემ და ბრედლი ბარკოლამ ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთთან შეხვედრაში ტრავმები მიიღეს და 8 ივნისს გერმანიასთან მესამე ადგილისთვის შეხვედრას გამოტოვებენ.

თუ, ამ მატჩში დანაკლისი არც ისე დიდი პრობლემაა, შესაძლოა პრობლემა იყოს პსჟ-სთვის, რადგან დემბელეს დაზიანება გაცილებით სერიოზული ჩანს და პარიზელთა ათიანს 2-3 კვირა გაუცდება.

L’Equipe-ის ცნობით, დემბელე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს. მოსალოდნელია, რომ პირველ ტურში (ატლეტიკოსთან) ვერც ბარკოლა ითამაშებს.

წყაროს ცნობით, დემბელემ მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო, რომლის აღდგენასაც 2-დან 3 კვირამდე სჭირდება. ბრედლი ბარკოლას კი მუხლის დაზიანება აქვს, თუმცა მის შემთხვევაში საქმე სერიოზულად არ არის და „ატლეტიკოსთან“ 15 ივნისს გასამართ შეხვედრაში თამაშის შანსები აქვს.

პსჟ პირველ ტურს 15 ივნისს (ატლეტიკო), მეორეს კი 20 ივნისს (ბოტაფოტო) გამართავს. დემბელე სწორედ ამ შეხვედრებს გამოტოვებს. მესამე ტურის შეხვედრა კი „სიეტლ საუნდერსთან“ 23 ივნისს ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2024/25 წლების სეზონის საუკეთესო გარემარბები | რომელზეა ხვიჩა ESPN-ის რეიტინგში
2024/25 წლების სეზონის საუკეთესო გარემარბები | რომელზეა ხვიჩა ESPN-ის რეიტინგში