“სალაჰის საუკეთესო პერიოდს მახსენებს“ - ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოზე
ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენის ლიდერად მოგვევლინა. მის დიდებულ თამაშზე ფრანგი ჟურნალისტი გრეგ კოტრე წერს, რომლის სიტყვებსაც გამოცემა Madeinsaint-etienne აქვეყნებს:
„თავდაპირველად დავითაშვილის სენტ-ეტიენში მოსვლა რისკებთან იყო დაკავშირებული. დღეს კი ეჭვი აღარავის ეპარება, რომ მისმა ტრანსფერმა გაამართლა. ის ლიგა 2-ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.
ქართველ ფეხბურთელში ის უნარი მაოცებს, რომ უბრალო მომენტებიდან გოლს იტანს. ის თავისი გუნდის შეტევების მამოძრავებელი ძალაა. მის სახელს გულშემატკივრები ყველაზე ხშირად სკანდირებენ.
მას ყველაზე კარგად დრიბლინგი გამოსდის და ზოგჯერ ის სალაჰის საუკეთესო პერიოდს მახსენებს. ზურიკოს თამაშების ყურება სიამოვნებაა. ნებისმიერ დროს, თამაშის შედეგის შეცვლა შეუძლია.“
შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ქართველი ფეხბურთელი ბევრ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა საბოლოო ჯამში, დავითაშვილმა ზაფხულამდე მოცდა და სენტ-ეტიენში დარჩენა გადაწყვიტა.