მერიჰ დემირალი
Aa
Aa

დემირალი: ყველაფერი საქართველოსთან და ესპანეთთან მატჩებში გადაწყდება

თურქეთის ნაკრებისა და „ალ-აჰლის“ 27 წლის ცენტრალურმა მცველმა მერიჰ დემირალმა თურქულ გამოცემასთან ინტერვიუში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებზე ისაუბრა.

დემირალმა საქართველოსთან და ესპანეთთან გასამართი პირველი ორი ტურის მატჩი გამოარჩია.

„მსოფლიოს შესარჩევ ციკლში რთული მატჩები გველის. ყველაზე დიდი მნიშვნელობა კი პირველ ორ შეხვედრას ექნება - სტუმრად საქართველოსთან და შინ ესპანეთთან. ჩვენი ბედი სწორედ ამ ორ დაპირისპირებაში გადაწყდება.

კარგად უნდა მოვემზადოთ, რომ მისაღებ შედეგს მივაღწიოთ. ესპანეთი ფავორიტია, მათ უძლიერესი ნაკრები ჰყავთ. რა თქმა უნდა, გვერჩივნა ჩვენს ჯგუფში ნიდერლანდები მოხვედრილიყო, მაგრამ შევეცდებით ესპანელებს ჩვენი კარგი თამაშით ვუპასუხოთ. ასევე უმატებს და პროგრესი აქვს საქართველოსაც. წინ საინტერესო მატჩები გველის“.

თურქეთის ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 7-ში აშშ-ისთან და 11-ში მექსიკასთან. 4 სექტემბერს კი თბილისში მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლს დაიწყებენ, რის შემდეგაც 7 სექტემბერს ესპანეთს უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მუნდიალზე პირდაპირ მხოლოდ 12 პირველადგილოსანი გადის. მეორე ადგილზე გასული 12 ნაკრები პლეი-ოფის საგზურს მიიღებს და მათ ერთა ლიგიდან 4 საუკეთესო ნაკრები დაემატება. ჯამში 16 გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ოთხი საგზურისთვის იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელზეა კვარა CIES-ის რეიტინგში
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელზეა კვარა CIES-ის რეიტინგში