ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

„მეტოქის კართან ეფექტურად მოქმედება გვმართებს“ - დე ლა ფუენტე

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ერთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა და პორტუგალიასთან დაგეგმილ მატჩზე ისაუბრა.

„თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს რთული გზა იქნებოდა და ამას შედეგებიც ადასტურებს. ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაში ხშირად არ გვიწევს. აქ ევროპის 5 საუკეთესო ნაკრებიდან 4 შეიკრიბა. ძალიან სერიოზული და პრესტიჟული ტურნირია - დროთა განმავლობაში მისი მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება.

იოლი მეტოქე არ არსებობს, მაგრამ პორტუგალია მართლაც ძლიერი გუნდია. მათ ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ, უნივერსალურები და სწრაფები. პორტუგალიის ნაკრების სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს ჩვენსას. შევეცდებით, სიურპრიზი მოვუმზადოთ და ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ.

მოედნის ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია - იქიდან იქმნება მომენტები. შეცდომები არ უნდა დავუშვათ და მეტოქის კართან მაქსიმალურად ეფექტურად ვიმოქმედოთ. თამაშის ყველა ასპექტი უნდა გავაკონტროლოთ, იმიტომ რომ ასეთ დონეზე მატჩის ბედი რომელიმე ერთ კომპონენტზე არაა დამოკიდებული“.

ცნობისთვის, ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიამ გერმანია, ხოლო ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა. ფინალური მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 გოლიანი თრილერი - ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა და ფინალშია
9 გოლიანი თრილერი - ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა და ფინალშია