რობერტო მარტინესი
Aa
Aa

„თუ გოლს გავუშვებთ, იდეალური რეაქცია უნდა გვქონდეს“ - მარტინესი ერთა ლიგის ფინალზე

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ერთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა და ესპანეთთან დაგეგმილ მატჩზე ისაუბრა.

„გვჯეროდა, რომ გერმანიის დამარცხება შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ 25 წელი მათთვის არ მოგვიგია და ამჯერად სტუმრად ვთამაშობდით. გარდა ამისა, გოლი პირველებმა გავუშვით, მაგრამ სწორი რეაგირება გვქონდა და გუნდმა სიმტკიცე გამოავლინა. თუ ესპანეთის დამარცხება გვსურს, ყველა ეს თვისება ფინალში დაგვჭირდება.

ესპანეთთან მატჩში მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო სიტუაციის გაკონტროლება მაშინ, როდესაც ისინი ბურთს ფლობდნენ. ახლა კი მათ ნიკო უილიამსი და ლამინ იამალი ჰყავთ, რის გამოც ესპანეთის ნაკრების თამაშს სისწრაფე და ვერტიკალურობა დაემატა. სისწრაფის გამოყენებისა და დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლების მხრივ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და დაბალანსებული გუნდია.

მხოლოდ ფინალის გამო პორტუგალია ჩვეულ სტილს არ უღალატებს. გვჯერა იმ იდეების, რომლებითაც გვთამაშობთ. გერმანიასთან მატჩში დავამტკიცეთ, რომ ბურთის გაკონტროლება შეგვიძლია. დაცვაში სოლიდურად უნდა ვიმოქმედოთ და საკუთარი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ. ჩვენ არ გვყავს უნივერსალური ძირითადი შემადგენლობა - მატჩის წინ გეგმას ვაყალიბებთ და იმის მიხედვით ვმოქმედებთ. თუ გოლს გავუშვებთ, იდეალური რეაქცია უნდა გვქონდეს. კონტრშეტევებზე თამაშის მხრივ ესპანეთი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია“.

ცნობისთვის, ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიამ გერმანია, ხოლო ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა. ფინალური მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესისთან ერთ გუნდში, ოქროს ბურთი, კარიერის დასრულება - რონალდუს ინტერვიუ
მესისთან ერთ გუნდში, ოქროს ბურთი, კარიერის დასრულება - რონალდუს ინტერვიუ