კამარ ბოლდუინი
Aa
Aa

ბოლდუინის 8 ქულა - ბასკონიამ ჩემპიონატი დაასრულა

„ბასკონიამ“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გამოსვლა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა. კამარ ბოლდუინმა და მისმა თანაგუნდელებმა რეგულარული ეტაპი მერვე ადგილზე დაამთავრეს, რის გამოც მათ პლეი ოფის პირველივე რაუნდში სატურნირო ცხრილის ლიდერ მადრიდის „რეალთან“ მოუწიათ დაპირისპირება და შესაბამისად, წყვილის აუტსაიდერად ითვლებოდნენ. გუშინ „ბასკონია“ საკუთარ დარბაზში სამეფო კლუბთან 103:112 დამარცხდა და სერიაში 0:2 წააგო.

ბოლდუინმა პარკეტზე გატარებულ 13 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან ოთხიდან ორი სამქულიანი და ოთხიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, ერთადერთი მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მძიმე ტრავმის გამო ბოლდუინის ევრობასკეტზე ასპარეზობაც გამორიცხული იყო, თუმცა როგორც ხედავთ, მან საკლუბო დონეზეც მოასწრო დაბრუნება და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებსაც დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 19 ქულა | ვირტუს ბოლონიამ ოლიმპია მილანოს სტუმრად მოუგო
შენგელიას 19 ქულა | ვირტუს ბოლონიამ ოლიმპია მილანოს სტუმრად მოუგო