კილიან მბაპე, დიდიე დეშამი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ამ ყველაფრის საუკეთესო დასტურია“ - დეშამმა პსჟ მაგალითად მოიყვანა

დიდიე დეშამმა პრესასთან საუბრისას თავისი გუნდის პრობლემების მიმოიხილა და საუკეთესო მაგალითად ლუის ენრიკეს პსჟ მოიყვანა, რომელმაც რთული სიტუაციიდან იდეალური გამოსავალი იპოვა და სეზონი ტრიუმფით დაასრულა.

„თუ გსურს, რომ მაღალ დონეზე და დინამიურად, სტაბილურად ითამაშო, შენ უნდა მართო ძლიერი მომენტები, სუსტი მომენტებიც, დაცვაში საკმარისად მყარი უნდა იყო, მეტოქე ნაკლებად სახიფათო უნდა გახადო. ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის, ბევრი სირთულეა და ჩვენ მათი დაძლევა ვერ შევძელით. პსჟ ამ ყველაფრის საუკეთესო მაგალითია. ბევრი თქვენგანი ნოემბერში მათ მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი. შემდეგ კი მათ ეს ყველაფერი გაიმეორეს, ზუსტად შეასრულეს და შედეგიც მიიღეს. ამ ყველაფრისთვის დროა საჭირო, მაგრამ ჩვენ დრო არ გვაქვს.

მბაპეს პოზიცია? მისთვის ახლა საუკეთესო პოზიცია ცენტრშია. ის აქ თამაშს მიჩვეულია და ამას ძალიან ეფექტურადაც აკეთებს. შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან მთელი სეზონი ცენტრში ითამაშა.

მბაპეს ჟირუს დიაპაზონი არ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ამჟამად მისთვის საუკეთესო პოზიციაა, ასევე ჩვენთვისაც“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ერთა ლიგის A დივიზიონის ნახევარფინალში ესპანეთთან 4:5 წააგო. ხვალ „მამლები“ მესამე ადგილისთვის გერმანიას დაუპირისპირდებიან. ფინალში კი ესპანეთი პორტუგალიას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
L’Equipe: დემბელე ტრავმის გამო ატლეტიკოსთან მატჩს გამოტოვებს
L’Equipe: დემბელე ტრავმის გამო ატლეტიკოსთან მატჩს გამოტოვებს