კილიან მბაპე, უსმან დემბელე, ლამინ იამალი
Aa
Aa

მბაპე: ამის ახსნა მჭირდება?! არა, პსჟ-ს ჩემპიონობას არ გავუმწარებივარ

კილიან მბაპემ როგორც იქნა დუმილი დაარღვია და პრესის წინაშე წარდგა. მადრიდის „რეალის“ ცხრიანს ესპანეთთან მატჩის წინ და შემდეგაც ფრანგი ჟურნალისტები დასდევდნენ, რომ მისთვის პსჟ-ს მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შესახებ კითხვები დაესვათ. ასევე ოქროს ბურთზე უსმან დემბელეს ფავორიტობაზეც.

ჟერომ როთენმა საერთოდ პირდაპირ განაცხადა, რომ კილიანი ამ ყველაფერს გაურბის და უხერხულ კითხვებს თავს არიდებს, თუმცა დღეს მბაპემ ჟურნალისტებთან ამომწურავად ისაუბრა.

- რას ფიქრობთ წლევანდელ ოქროს ბურთზე? ვის თვლით ფავორიტად?

„ოქროს ბურთი? დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ორ ფავორიტზე უსმანზე და ლამინზე. ბოლო დროს მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ჯერ სექტემბერი არ არის, იქამდე კიდევ ბევრი რამ მოხდება, მაგრამ ამ ეტაპზე ფავორიტებად დემბელე და იამალი უნდა მოვიხსენიოთ. სწორედ ამიტომ გიპასუხეთ.

მივცემ თუ არა ხმას დემბელეს? დიახ. ამის ახსნა ნამდვილად მჭირდება??! ჩვენ გვყავს ორი ფავორიტი - დემბელე და იამალი. მე დემბელეს ვაძლევ ხმას. ყველაფერი აშკარაა და გასაგებია!“

- უყურეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს?

„დიახ, მაროკოში ვიყავი მარაკეშში, მატჩი იქ ვნახე. ყველა დეტალი გაინტერესებთ? (იცინის). ჩემი ბიძაშვილი და ჩემი მეგობრები იყვნენ იქ, დიდი ტელევიზორიც გვქონდა... ახლა უფრო სერიოზულად. პარიზელთა გამარჯვებით ბედნიერი ვიყავი, მათ ეს დაიმსახურეს. გუნდმა იმდენი უბედურება გამოიარა. მათ 5:0 მოიგეს და თასი 100%-ით დამსახურებულია”.

- რას იტყვით უტიტულო სეზონზე?

„რას ნიშნავს უტიტულო სეზონი? რას ნიშნავს ცარიელი? მატჩებს უყურეთ? ჩვენ ორი ტიტული მოვიგეთ. დიახ, მნიშვნელოვანი ტიტულები ხელიდან გავუშვით. მომდევნო სეზონში უფრო გავძლიერდებით და მოვუმატებთ. კი ასეა - პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ჩემს გარეშე მოიგო, მაგრამ ეს ჩემზე არ მოქმედებს. პირიქით, ვფიქრობ, რომ კარიერაში ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა და მოტივაციას მმატებს. მომწონს ასეთ პოზიციაში ყოფნა, ამას მიჩვეული ვარ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი არასწორი ტენდენცია იყო და ეს შევცვალე, რაც მომწონს“.

- ზედმეტად ადრე ხომ არ დატოვეთ პსჟ?

„არა. პარიზში ჩემი ისტორია დასრულებულია. ჩემი ამბავი უნდა დამთავრებულიყო და დამთავრდა კიდეც. არა, მე სიმწარეს არ ვგრძნობ, ეს ბედისწერაა. ასე უნდა მომხდარიყო და პსჟ-ს ლიგა ჩემს გარეშე უნდა მოეგო“.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის მოწინავე ხუთეული ბოლო განახლების შემდეგ ასე გამოიყურება: 1) უსმან დემბელე. 2) ლამინ იამალი. 3) რაფინია. 4) მოჰამედ სალაჰი. 5) ხვიჩა კვარაცხელია.

ეს ჯერ მხოლოდ ბუკმეიკერებისა და სპორტული გამოცემების ვარაუდებია. ყველაფერს საბოლოოდ France Football-ი და მათი აკრედიტებული წევრები გადაწყვეტენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
112 წლის შემდეგ პირველად - იამალის მორიგი რეკორდი
112 წლის შემდეგ პირველად - იამალის მორიგი რეკორდი