როთენი: მბაპე პრესას დაემალა, რადგან პსჟ-ს ჩემპიონობაზე კითხვებს თავი აარიდა
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჟამად ექსპერტმა, ჟერომ როთენმა კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა, რომელიც ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა.
როთენის თქმით, კილიანმა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს გამარჯვების შემდეგ იმედგაცრუების დამალვის მიზნით, პრესასთან კონტაქტს თავი აარიდა.
„ზოგჯერ არ მაინტერესებს, როდესაც ის არ მოდის პრესკონფერენციაზე, რადგან მბაპე მაინც ისედაც ბევრს საუბრობს პრესასთან. მაგრამ ამჯერად ის არ მოვიდა, რადგან იცოდა, რომ ერთი კითხვა ჩემპიონთა ლიგის პარიზელთა გამარჯვებას შეეხებოდა და იგი ვერ დამალავდა თავის იმედგაცრუებას.
მას არ უყვარს პასუხისმგებლობის აღება, თუმცა შეეძლო გამოსულიყო და ეთქვა: „პსჟ-ში მშვენიერი წლები გავატარე, მაგრამ ამან მწარე გემო დამიტოვა. ამაზე ისევე ვარ პასუხისმგებელი, როგორც კლუბი და რაც მოხდა იმით იმედგაცრუებული ვარ." ასე რომ, მას შეეძლო ყველაფრის ახსნა.
ასევე, კილიანს შეეკითხებოდნენ ოქროს ბურთის შესახებაც. ის ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, რომ უსმან დემბელე ასე თამაშობს. მაგრამ ის თავადაც ოცნებობს ოქროს ბურთზე და პრესასთან გამოცხადება არ ისურვა“,
- განაცხადა „მონაკოსა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა.