ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელზეა კვარა CIES-ის რეიტინგში

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა. რეიტინგში 100 მოთამაშე მოხვდა და პირველ ადგილს „ბარსელონას“ წარმომადგენელი, ლამინ იამალი იკავებს - 402.3 მილიონი ევრო.

იამალს ერლინგ ჰოლანდი მოჰყვება - 239.6 მილიონი ევრო. ჯუდ ბელინგემი მესამე პოზიციაზე იმყოფება - 233.8 მილიონი ევრო, კილიან მბაპე მეოთხეა - 192.5 მილიონი ევრო, ხოლო ხუთეულს ჯამალ მუსიალა ასრულებს - 154.9 მილიონი.

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 100-ში მოხვდა. „კვარა“ 38-ე ადგილს იკავებს და CIES-ის მიხედვით, მისი ფასი 89.1 მილიონი ევროა. კვარაცხელიაზე წინ ალეხანდრო ბალდე, პიერო ჰინკაპი, ორელიენ ჩუამენი, არდა გიულერი, კაი ჰავერცი, კოდი გაკპო, ვარენ ზაირ-ემერი, დომინიკ შობოშლაი, ფედე ვალვერდე და სხვები იმყოფებიან.

ცნობისთვის, დაახლოებით მსგავსი შეფასება აქვს Transfermarkt-ს. ავტორიტეტული სამენეჯერო სააგენტო თვლის, რომ კვარაცხელიას ღირებულება 90 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს კაცურად დაველაპარაკე“ | პაჩი მიქსი ყოფილ სპარინგ-პარტნიორზე საუბრობს
„მერაბს კაცურად დაველაპარაკე“ | პაჩი მიქსი ყოფილ სპარინგ-პარტნიორზე საუბრობს