დენა უაითი, ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„გარანტიას გაძლევთ, რომ ჯონსი VS ასპინალი შედგება“ - დენა უაითი

UFC 316-ის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრომოუშენის პრეზიდენტმა, დენა უაითმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უპასუხა კითხვებს მძიმე წონაში შექმნილი ვითარების შესახებ, სადაც ორგანიზაციას ჩემპიონთან ერთად დროებითი ჩემპიონიც ჰყავს.

„არაერთხელ მაქვს ნათქვამი და ახლაც გავიმეორებ: ჯონ ჯონსისა და ტომ ასპინალის ჩხუბი შედგება. ჯონსს ჩხუბი შევთავაზეთ და მისი თანხმობაც მივიღეთ. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ჩხუბი შედგება.

თუ ჯონსს ჩხუბი არ სურს, ვერავინ აიძულებს. შეგვიძლია, ვცადოთ, შევთავაზოთ რაღაც და მოტივაცია გავუჩინოთ, მაგრამ მისი მეტოქე ასპინალი უნდა იყოს. თუ ჯონს პენსიაზე გასვლა სურს, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. არ მინდოდა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს კარიერა დაესრულებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდით“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ასპინალმა განაცხადა, რომ თავისი მომდევნო ჩხუბის ჩატარების დრო და ადგილი გაიგო, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მას გამოეხმაურა ჯონსი და თქვა, რომ ასპინალი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ცნობისთვის, ტომი ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. 2023 წლის ნოემბრიდან ასპინალი მძიმე წონის დროებით ქამარს ფლობს, ჯონსმა კი ბოლოს 2024 წლის ნოემბერში იჩხუბა, როცა სტიპე მიოჩიჩი დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰარისონის ტრიუმფი | ქალთა სუპერმსუბუქ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს
ჰარისონის ტრიუმფი | ქალთა სუპერმსუბუქ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს