მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ლეგენდებს გაუთანაბრდა - მერაბის დიდებული შედეგი UFC-ში

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში მოქმედმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ყოფილი ჩემპიონი შონ ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსირა. UFC-ში მერაბმა მე-13 გამარჯვება იზეიმა და ამ შედეგით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, მაქს ჰოლოუეის, ჟორჟ სენ-პიერს, ჯონ ჯონსს და დემეტრიუს ჯონსონს გაუთანაბრდა.

ცნობისთვის, UFC-ში მოგებათა სერიის საუკეთესო შედეგი ანდერსონ სილვას აქვს, რომელმაც 16 მოგება იზეიმა. ამ შედეგის გასამეორებლად დვალიშვილმა კიდევ 3 ბრძოლა უნდა მოიგოს, გასაუმჯობესებლად კი 4.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერ მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ მოახერხა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      „მერაბი ნამდვილად მანქანაა“ - მებრძოლები დვალიშვილის გამარჯვებაზე
      „მერაბი ნამდვილად მანქანაა“ - მებრძოლები დვალიშვილის გამარჯვებაზე