დიოგუ ჟოტა
Aa
Aa

დიოგუ ჟოტა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ლივერპულის პორტუგალიელი შემტევი დიოგუ ჟოტა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ამის შესახებ ესპანური Marca იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი თავის ძმასთან, 26 წლის ანდრესთან ერთად ესპანეთში, ზამორას პროვინციაში იმყოფებოდა. მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ანდრე ჟოტაც - ის ასევე ფეხბურთელი იყო და პორტუგალიური „პენაფიელის“ ღირსებას იცავდა.

დიოგუ ჟოტამ 10 დღის წინ თავის საცოლეზე, რუტე კარდოსოზე იქორწინა. ქორწილი 22 ივნისს გაიმართა და მას წყვილის სამივე შვილი ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები