ტებასი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საკლუბო ჩემპიონატი აღარასდროს ჩატარდეს
ლა ლიგის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის წინააღმდეგ იბრძოლებს.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ტურნირი აღარასდროს ჩატარდეს“, - თქვა ხავიერ ტებასმა.
შეგახსენებთ, რომ წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი პირველად ტარდება ახალი ფორმატით - ზაფხულში და მასში 32 გუნდი მონაწილეობს.
ესპანეთიდან ტურნირზე „ატლეტიკო“ და მადრიდის „რეალი“ მოხვდნენ. ტურნირს წელს აშშ მასპინძლობს.