ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წილისყრა | კსუ-ს მეტოქეები ცნობილია
2025-2026 წლების ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც საქართველოს ჩემპიონმა, კსუ-მ თავისი მეტოქეების ვინაობა გააგო.
შესარჩევ ეტაპზე ქართული კლუბის მეტოქეები ბოსნიური „ბუბა მარა“, ირლანდიური „ბლუ მეჯიქი“ და უელსური „კარდიფი“ იქნებიან. მინიტურნირის მასპინძელი ბოსნიური გუნდი იქნება. შესარჩევი ეტაპის მატჩები 26–31 აგვისტოს გაიმართება.
შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.
დღესვე გაიმართა მთავარი ეტაპის წილისყრა, სადაც კსუ შესარჩევი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში იასპარეზებს. ქართული გუნდის სავარაუდო მეტოქეები სლოვაკური „ლუჩენეცი“, შვეიცარიული „მინერვა“ და შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის გამარჯვებული იქნებიან. მთავარი ეტაპის მატჩები 28 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს შორის პერიოდში ჩატარდება.