მეტოქე სლოვაკეთია - ერთი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე
ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ეტაპზე საქართველოს ფუტსალის ეროვნული გუნდის მეტოქე ცნობილია. დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ავთანდილ ასათიანის მომზადებული ფეხბურთელების მეტოქე სლოვაკეთის ნაკრები იქნება. მატჩები 15-დან 24 სექტემბრის შუალედში გაიმართება და პირველ შეხვედრას ქართველები თბილისში გამართავენ, ზუსტი თარიღები კი მოგვიანებით დაზუსტდება.
ქართველმა ფეხბურთელებმა კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე 13 ქულა დააგროვეს და პლეი ოფში ასპარეზობის უფლება საუკეთესო მეორეადგილოსნის რანგში მოიპოვეს. ასათიანის გაწვრთნილი გუნდის გარდა, ანალოგიურ წარმატებას ბოსნია-ჰერცეგოვინამ, ბელგიამ, უნგრეთმა, იტალიამ, ყაზახეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა მიაღწიეს, რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი მეტოქე იქნება.
ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 20 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, რომელსაც სამი ქვეყანა, ლატვია, ლიეტუვა და სლოვენია უმასპინძლებს.