საქართველოს ფუტსალის ნაკრები
Aa
Aa

ფრე საფრანგეთთან - საქართველო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშებს

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა საფრანგეთს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

გულშემატკივრებმა საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება იხილეს, რადგან მომენტები გამუდმებით ორივე გუნდის კართან იქმნებოდა, თანაც გარდამავალ უპირატესობას ვერცერთი ეუფლებოდა.

საქართველომ მატჩი იდეალურად დაიწყო და საწყის წუთებზე 2-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მე-5 წუთზე თავი სვანიძემ გამოიჩინა, ხოლო ზუსტად 1 წუთში ჯვარაშვილმა გაისროლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. სამწუხაროდ, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ფრანგებმა ერთი ბურთი გაქვითეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები გააქტიურდნენ. 24-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 30-ე წუთზე საფრანგეთი წინ გავიდა. რა თქმა უნდა, ამას საქართველო არ შეეგუა და შეტევაში გააქტიურდა. 32-ე წუთზე სებისკვერაძემ წონასწორობა აღადგინა.

დარჩენილ დროში საქართველოს არაერთი მომენტი ჰქონდა, მათ შორის პენალტიც, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კი ასათიანის შეგირდები ევროპის ჩემპიონატზე გავლენ.

ასევე გეტყვით, რომ დღეს საფრანგეთის ნაკრების დიდი ანგარიშით დამარცხების შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ, პირველი ადგილიდან გადიოდა. ამ მატჩის შემდეგ კი ჩვენებურებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, რამაც პლეი-ოფის საგზური მოგვცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში პირველად, საქართველოს 15-ქალა ნაკრები შეიკრიბა
ისტორიაში პირველად, საქართველოს 15-ქალა ნაკრები შეიკრიბა