„ისიამოვნე მომენტით, რადგან აუცილებლად დაგაძინებ“ - რუფი ილიას
28 წლის ბრაზილიელი მაურისიო რუფი მსუბუქ წონაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მებრძოლია. 2024 წელს მისი დებიუტის შემდეგ, მან ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა. UFC 313-ზე მან წლის ნოკაუტის ტიტული მიიღო, როცა ერთი დარტყმით ბობი გრინი გათიშა.
✅March KO of the month: Mauricio Ruffy vs King Green
— Dovy???? (@DovySimuMMA) April 1, 2025
pic.twitter.com/pxw6TJVx96
ექსპერტები თვლიან, რომ რუფი მალე (კიდევ რამდენიმე გამარჯვების შემდეგ) ქამრისთვის ბრძოლას მოითხოვს და პერსპექტივაში მას ამის შესაძლებლობა ექნება.
რუფიმ UFC 317-ზე თოფურიას მორიგი შთამბეჭდავი ნოკაუტის შემდეგ, „ელ მატადორს“ შეტყობინება გაუგზავნა, თან საკმაოდ თამამი... მან ილიას ურჩია, რომ ჯერჯერობით მწვერვალზე გატარებული დროით დატკბეს.
„თოფურია, ისიამოვნე ამ მომენტით, რადგან მე აუცილებლად დაგაძინებ!“.
- წერს სოციალურ ქსელ X-ზე მაურისიო რუფი.
Aproveite muito bem esse momento
— Mauricio Ruffy (@Ruffymma) June 29, 2025
Topuria ...
Eu definitivamente, vou te colocar pra Dormir !!#oneshot pic.twitter.com/AVcd4MCBDX
„მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს, სავარაუდოდ, რამდენიმე გამარჯვება აქვს მოსაპოვებელი, სანამ ტიტულისთვის ბრძოლაზე მის კანდიდატურას განიხილავენ, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება, რაც ბოლო დროს მსუბუქ წონაში გვიხილავს“.
- წერს bloodyelbow.
„ბიჭებო, უბრალოდ ცოტა ხანს მოიცადეთ, უახლოეს დღეებში ისეთი ამბები იქნება, რომლებიც გაგაგიჟებთ. ვინც მე მქომაგობს და ელის ჩემპიონი როდის გავხდები, წინ შესანიშნავი ამბები გელოდებათ. ძალიან კარგი ბრძოლა“.
- ამბობს რუფი AgFight-თან საუბარში.
რუფიმ ბოლო გამარჯვების მოპოვების შემდეგ TOP 15-ში შეაღწია, მაგრამ თოფურიას გამარჯვების შემდეგ, იგი თხუთმეტეულიდან ისევ ამოვარდა, თუმცა მას საგრძნობლად წინსვლისთვის კარგი შანსი ექნება, რადგან მომდევნო ბრძოლას მე-7 ნომერთან დენ ჰუკერთან გამართავს.