ილია თოფურია, რომან დოლიძე
Aa
Aa

„ვამაყობ ილიას მიღწევებით, დღესდღეობით ყველაზე ძლიერია“ - დოლიძე

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „კავკასიელის“ თქმით, P4P რეიტინგში ილიას პირველ ადგილზე გადასვლა სამართლიანია, ვინაიდან რეიტინგს ავტორიტეტული ჟურნალისტები და ექსპერტები ადგენენ.

რომან დოლიძე:

„რა თქმა უნდა, ილია თოფურიას წარმატებას საქართველოსთვის და ქართული MMA-ისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვესწრებოდი ოლივეირასთან მის ჩხუბს და მთელი სულითა და გულით ვულოცავ როგორც ილიას, ისე ქართველ ხალხს.

სამართლიანია თუ არა ილიას პირველი ადგილი P4P რეიტინგში? ძალიან რთული კითხვაა. ბუნებრივია, მე როგორც ქართველს, ეს ძალიან მსიამოვნებს, ვამაყობ ილიას მიღწევებით, მაგრამ რა კრიტერიუმების მიხედვით დგება ეს რეიტინგები, მე ზუსტად არ ვიცი. თუ არ ვცდები, რეიტინგებს ჟურნალისტები და მიმომხილველები ადგენენ, ასე რომ, მცოდნე და გამოცდილი ხალხის აზრს უნდა ვენდოთ. ილია რეიტინგის სათავეშია, ესე იგი, დღესდღეობით ის UFC-ის ყველაზე ძლიერი მებრძოლია“.

შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ ილია თოფურიამ P4P რეიტინგში ისლამ მახაჩევს გადაასწრო და ახლა რეიტინგის პირველ პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პედისთვის ეს ცხვრის სასაკლაოზე გაშვებას ჰგავს“ - დარიუშის პროგნოზი თოფურია-პიმბლეტზე
„პედისთვის ეს ცხვრის სასაკლაოზე გაშვებას ჰგავს“ - დარიუშის პროგნოზი თოფურია-პიმბლეტზე