ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ნახავთ, ილია ისლამსაც დაანოკაუტებს“ - UFC-ის დიდების დარბაზის წევრი

UFC-ის დიდების დარბაზის წევრმა და მსუბუქი წონის ექსჩემპიონმა, იენს პულვერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. პულვერს სჯერა, რომ ილიას ქვესაშუალო წონაში ასვლა და ისლამ მახაჩევის დანოკაუტება შეუძლია.

რა თქვა პულვერმა:

„ვამბობდი, რომ ილია თოფურია ოლივეირას დაანოკაუტებდა. ის ისლამსაც დაანოკაუტებს. დაიმახსოვრეთ, მახაჩევთან ავა და დაანოკაუტებს. ესაა ილიას მიზანი. მან არა მხოლოდ დაანოკაუტა ჩარლზ ოლივეირა, არამედ სერიოზული ზიანიც მიაყენა, გონება დააკარგვინა. თოფურიას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს“.

ცნობისთვის, ილია თოფურიამ UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ვაკანტური საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. არაა გამორიცხული, რომ ილიას მომდევნო მეტოქე ისლამ მახაჩევი იყოს, რომელიც მანამდე ქვესაშუალო წონის ჩემპიონს, ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება.

როგორც თავად თოფურიამ ბრძოლის შემდეგ განაცხადა, მან UFC-ის პირობა მისცა, რომ სხვა წონაში ასვლაზე არ ისაუბრებდა.

აქვე გეტყვით, რომ 50 წლის იენს პულვერი UFC-ის მსუბუქი წონის პირველი ჩემპიონია. მას MMA-ში 27 მოგება, 19 მარცხი და 1 ფრე აქვს. 2023 წელს პულვერი UFC-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილიამ P4P რეიტინგში პირველი ადგილი დაიმსახურა“ - ბელალ მუჰამედი
„ილიამ P4P რეიტინგში პირველი ადგილი დაიმსახურა“ - ბელალ მუჰამედი