„პედისთვის ეს ცხვრის სასაკლაოზე გაშვებას ჰგავს“ - დარიუშის პროგნოზი თოფურია-პიმბლეტზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბენეილ დარიუშმა ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და თავისი პროგნოზი დააფიქსირა.
რას ამბობს დარიუში:
„ჩარლზ ოლივეირასთან ილიას შესრულება ნამდვილი მასტერკლასი იყო. ამ ბიჭზე ნეგატიურს ვერაფერს იტყვი, ძალიან კარგი და ელიტურია. რაც შეეხება პედის ოქტაგონში შესვლას, არ ვიცი, ეს რატომ გააკეთეს. ვფიქრობ, ორგანიზაციას სურს პედისთვის შანსის მიცემა სურთ და ილიასაც უნდა ეს ბრძოლა“.
„არასდროს იცი, პედისგან რას უნდა ელოდო, მაგრამ ჯერჯერობით, ილია შეუჩერებლად გამოიყურება. პედისთვის, მასთან ბრძოლა ცხვრის სასაკლაოზე გაგზავნას ჰგავს, მაგრამ როგორც ვთქვი, არასდროს იცი, რა მოხდება, რადგან ყველანი მებრძოლები ვართ და შესაძლოა, ყველაფერი ერთმა მომენტმა გადაწყვიტოს“.
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა, ბრძოლის შემდეგ კი ოქტაგონზევე პედი პიმბლეტი გამოიწვია. მებრძოლებს შორის პირისპირ დგომიც შედგა და მცირე დაპირისპირებაც მოხდა. პედი პიმბლეტი მომდევნო ბრძოლას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი დიდი ალბათობით, ილია თოფურიას დაუპირისპირდება.