ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ისლამ მახაჩევი: „დივიზიონის დატოვება ცარუკიანის საქციელმა გადამაწყვეტინა“

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისლამ მახაჩევისთვის ბევრი რამ უარყოფითი თვალსაზრისით შეიცვალა - მას ილია თოფურიამ ჯერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა, ხოლო შემდეგ P4P-ის რეიტინგში გადაუსწრო. როდის ჩაატარებს ქვესაშუალო წონაში გადანაცვლებული დაღესტნელი სპორტსმენი ჯეკ დელა მადალენასთან სატიტულო შეხვედრას, ჯერ თავადაც არ იცის, თუმცა სამაგიეროდ მაქსიმალურად ცდილობს კარგად ახსნას, თუ რატომ დატოვა მსუბუქი წონითი დივიზიონი და როგორი მოლოდინი აქვს ახალი გამოწვევებისგან.

ისლამ მახაჩევი

ბოლო იმედგაცრუება, რის შემდეგაც მსუბუქი წონითი დივიზიონის დატოვება საბოლოოდ გადავწყვიტე, არმან ცარუკიანის სატიტულო ბრძოლაზე ვერგამოცხადება გახლდათ. მას გამარჯვებების კარგი სერია უმაგრებდა ზურგს და ვფიქრობდი, რომ ჩვენი დაპირისპირებისგან გულშემატკივრები სიამოვნებას მიიღებდნენ. სწორედ მაშინ, როდესაც რენატო მოიკანოსთან საბმიშენით გამარჯვებით ქამარი კიდევ ერთხელ შევინარჩუნე, მივხვდი, რომ განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა თუ ზედა წონაში ვიბრძოლებდი.

UFC-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჰანტერ კემპბელი როდესაც დაღესტანში ჩამოვიდა, აბსოლუტურად ყველა თემაზე დეტალურად ვისაუბრეთ. მაშინ ბელალ მუჰამადისა და ჯეკ დელა მადალენას ბრძოლა დასრულებული არ იყო, როდესაც ის მეუბნებოდა, რომ კარგად მოეხსენებოდა, ჩემი და ბელალის მეგობრობის შესახებ, თუმცა მუჰამედის გამარჯვების შემთხვევაში, მომიწოდებდა, რომ მასთან აუცილებლად მებრძოლა, მაქსიმუმ 25 წუთის შემდეგ კი ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევდით და მეგობრობას განვაგრძობდით. მე ეს იდეა მაინცდამაინც არ მომწონდა და ჰანტერს ვუთხარი, ბრძოლის დასრულებას დალოდებოდა, რადგან მაინც ვჭოჭმანობდი. როდესაც ავსტრალიელმა გაიმარჯვა, კემპბელმა დამირეკა მითხრა, თუ გინდა პროგრესი განაგრძო, ახლა ზედა დივიზიონში ასვლისთვის საუკეთესო დროა. რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, მადალენა იმდენად ძლიერი ოპონენტია, რომ ყოველდღე ადრე ადგომასა და თავდაზოგავ ვარჯიშს მაიძულებს.

ცნობისათვის, ისლამ მახაჩევი ოქტაგონიდან ზედიზედ 15 ბრძოლაა გამარჯვებული გამოდის და UFC-ის მოქმედ მებრძოლებს შორის ამ მხრივ რეკორდსმენია. მას კვალში მერაბ დვალიშვილი (13), ილია თოფურია (9), დრიკუს დუ პლესი (9) და მოვსარ ევლოევი (9) უდგანან.

მსგავსი სიახლეები