„უნდა გამოგიტყდეთ, რომ... “ - ილიამ პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩეპმიონმა, ილია თოფურიამ TMZ Sports-თან ინტერვიუში პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა.
ილია თოფურია:
„როდესაც ბრძოლა ჩამინიშნეს, ცოტათი იმედგაცრუებული ვიყავი, იმიტომ რომ ოლივეირასთან ჩხუბი არ მინდოდა. ჩემი სამიზნე ყოველთვის ისლამი იყო. თუმცა მან გაქცევა გადაწყვიტა, ამიტომ ჩარლზთან ჩხუბი მომიწია. ვფიქრობ, ისლამმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუ მას გეიჯისთან ან სხვა კონტენდერთან ჩხუბს შესთავაზებდნენ, ვფიქრობ, ის მსუბუქ წონაში დარჩებოდა. როდესაც მახაჩევმა გაიგო, რომ მე მსუბუქ წონაში ამოვდიოდი, მან ჩათვალა, რომ ეს ძალიან სარისკოა მისთვის. ისლამმა იცის, რომ საფრთხეს წარმოვადგენ და მას დავაძინებ - ეს არის ერთადერთი მიზანი, რატომაც მას და ხაბიბს არ სურდათ, რომ ისლამს ჩემთან ეჩხუბა.
იდეალური იქნება, თუ ისლამი ჯეკ დელა მადალენას მოუგებს, UFC კი ქვესაშუალო წონაში ასვლის და მესამე ქამარზე ჩხუბის საშუალებას მომცემს. ფიზიკური მონაცემების მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება.
პედი პიმბლეტი? ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარს ამ ჩხუბის ნახვა სურს. ამავდროულად, უნდა გამოგიტყდეთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ბრძოლა იქნება, რაც კი მსუბუქ წონაში შეიძლება მქონდეს. რაც მომინდება, იმას გავუკეთებ. ამ ბრძოლაში კიდევ ერთხელ გავიბრწყინებ და კარგ ფულსაც გამოვიმუშავებ. რა თქმა უნდა, ერთ რაუნდზე მეტს ვერ გამიძლებს. ვფიქრობ, საბმიშენით მოგება უფრო კარგი იქნება - მაგალითად, „სამკუთხედით“.
ცნობისთვის, ჩარლზ ოლივეირას და ილია თოფურიას ჩხუბი UFC 317-ის მთავარი მოვლენა იყო. „მატადორმა“ „დუ ბრონქსი“ პირველ რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.