ილია თოფურია, ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„ილიამ P4P რეიტინგში პირველი ადგილი დაიმსახურა“ - ბელალ მუჰამედი

UFC-ის ქვესაშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი, რომელიც ისლამ მახაჩევთან მეგობრობს, მიიჩნევს, რომ ილია თოფურიამ სამართლიანად დაიკავა P4P რეიტინგის პირველი საფეხური, რომელსაც 2023 წლის ნოემბრიდან ისლამი იკავებდა.

„ვფიქრობ, თოფურია რეიტინგში იმ ადგილზეა, რომელსაც იმსახურებს. შეუძლია თუ არა მას ქვესაშუალო წონაში კონკურენციის გაწევა? ილიამ აჩვენა, რომ მისი ძალა ტრანსფორმირდა.

ვიცი, რომ ოლივეირა არაა იდეალური მეტოქე მსუბუქ წონაში ვინმეს გამოცდისთვის, იმიტომ რომ ის გეიჯის, ჩენდლერსა და პორიეს დაუგდიათ, ჩარლზს ყოველთვის ბევრი დაზიანება აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ბრუნდებოდა. ძალიან მაინტერესებს, როგორ იჩხუბებს ილია ისეთ მსუბუქწონოსანთან, რომელიც ადრე არავის დაუგდია.

ქვესაშუალო წონაში ფიზიკურ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა ექნება, განსაკუთრებით იმ მებრძოლისთვის, რომელიც ქვემსუბუქი წონიდან მოვიდა, თუმცა მე ეს იდეა მომწონს - ვემხრობი, რომ ილია ქვესაშუალო წონაში ამოვიდეს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ვაკანტური საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. არაა გამორიცხული, რომ ილიას მომდევნო მეტოქე ისლამ მახაჩევი იყოს, რომელიც მანამდე ქვესაშუალო წონის ჩემპიონს, ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ოლივეირაზე მარტივი მეტოქეა“ | არმან ცარუკიანის ინტერვიუ
„ილია ოლივეირაზე მარტივი მეტოქეა“ | არმან ცარუკიანის ინტერვიუ