ილია თოფურია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ლორა სანკო
Aa
Aa

„ვხედავ როგორ იგებს ილია ნოკაუტით“ - პიკში მყოფი ხაბიბი VS თოფურია

UFC-ის კომენტატორმა ლორა სანკომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ილია თოფურიას შორის ჰიპოთეტურ ბრძოლაზე ისაუბრა და ფავორიტად „ელ მატადორი“ დაასახელა.

რა მოხდებოდა, საუკეთესო ფორმაში მყოფი ხაბიბი, რომ ილიას შეხვედროდა?

„თოფურიას კრივი ძალიან საშიშია. ვფიქრობ, რომ ხაბიბის გამარჯვების ერთადერთი გზა, რა თქმა უნდა, ჭიდაობა იქნებოდა. აქამდე ილიას მიწაზე მუშაობა არ გვინახავს, ვგულისხმობ უმაღლესი დონის მოჭიდავეების წინააღმდეგ. დიახ, ის ახლახან შეებრძოლა ჩარლზ ოლივეირას, „საბმიშენების“ უდიდეს სპეციალისტს.

მაგრამ ბრძოლა ძალიან მოკლე იყო. მათ რა დრო გაატარეს მიწაზე? 45 წამი? ეს საკმარისი არ არის დასკვნების გამოსატანად. ბრაის მიტჩელთან ბრძოლაში თოფურიას ჰქონდა ეპიზოდები, როდესაც ის ცოტა შებოჭილი ჩანდა.

ასე რომ, ჩემი აზრით, ეს არის ხაბიბის გამარჯვების ერთადერთი შესაძლო გზა. მაგრამ მე ადვილად ვხედავ სცენარს, რომელშიც ხაბიბი ძალიან შორიდან ფეხში შესვლას აკეთებს (თეიქდაუნის მცდელობა) და ამ მომენტში ბრძოლას ნოკაუტით აგებს“.

- განაცხადა სანკომ Submission Radio-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა 29:0-ზე მაჩვენებლით დაასრულა. მან ჯამში 2 ჩემპიონი დაამარცხა, ილია თოფურიამ კი უკვე მოასწრო და 3 ჩემპიონის გათიშვა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები