საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ფავორიტი გამოიკვეთა - გოგლიჩიძისთვის ბრძოლა გრძელდება

საქართველოს ნაკრების მცველის, საბა გოგლიჩიძის მოსაპოვებლად გაჩაღებული ბრძოლა აქტიურ ფაზაშია შესრული.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელისთვის ბრძოლაში სერია A-ს კლუბი „პარმა“ დაწინაურდა. გამოცემის მტკიცებით, „პარმას“ ხელმძღვანელებმა „ემპოლის“ ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთეს და პარალელურად, ქართველი ფეხბურთელის გარემოცვასთანაც ახლო კავშირზე არიან.

პარალელურად, Gazzetta წერს, რომ გოგლიჩიძის გადაბირებას სერია A-ს სხვა კლუბებიც ცდილობენ, მათ შორის არიან - „რომა“, „ლაციო“, „სასუოლო“, „უდინეზე“ და „ფიორენტინა“, თუმცა ამ ეტაპზე, ყველაზე რეალურად „პარმას“ ვარიანტი გამოიყურება, თუმცა დიდია ალბათობა, რომ ყველაფერი უმოკლეს დროში შეიცვალოს, რადგან ფეხბურთელის პოზიცია კვლავ გაურკვეველია.

საგულისხმოა, რომ გოგლიჩიძის ბედი პრემიერ ლიგის კლუბებს - „სანდერლენდს, „ნოტინგემ ფორესტს“ და ასევე საუდის არაბეთსაც დაუკავშირეს.

საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ სერია A-ს გასულ სეზონში მე-18 ადგილი დაიკავა და სერია B-ში დაქვეითდა, რაც ტრანსფერის შანსებს ზრდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი ინტერ მაიამისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს | Marca
მესი ინტერ მაიამისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს | Marca