მესი ინტერ მაიამისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს | Marca
ლიონელ მესი და „ინტერ მაიამი“ ახალი შეთანხმებაზე მუშაობენ. ამის შესახებ Marca წერს.
გამოცემის ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გაახანგრძლივოს.
ლეოს მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდეა გათვლილი. როგორც Marca იუწყება, ორივე მხარე თანამშრომლობის გაგრძელებისკენ არის განწყობილი და ამ საკითხზე უკვე მუშაობენ.
როგორც მოსალოდნელია, კონტრაქტი მინიმუმ 1 წლით გახანგრძლივდება. როგორც წყარო ამბობს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ, მესის მიზანია, რომ მისმა გუნდმა MLS-ზე გაიმარჯვოს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი „ინტერ მაიამის“ 2023 წლის ივლისში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან 24 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.