მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„რემატჩისთვის 2, ან 3 ბრძოლა უნდა გამართოს“ - მერაბი უმართან ჩხუბზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა დაღესტნელი მებრძოლების, ხაბიბ ნურმაგომედოვის, უმარ ნურმაგომედოვისა და ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ისაუბრა. „მანქანა“ უმართან შესაძლო რემატჩსაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს ახლიდან უნდა დაიმსახუროს.

რას ამბობს მერაბი:

„დიდ პატივს ვცემ ხაბიბს და ისლამ მახაჩევს. ისინი შესანიშნავი მებრძოლები არიან, რომლებმაც ჩვენი სპორტისთვის ბევრი რამ გააკეთეს. ისინი ამ სპორტს თავს სწირავენ, წონაში იკლებენ, იბრძვიან. კარგი ბიჭები და ძალიან თავმდაბლები არიან. ყოველთვის პოულობენ დროს გულშემატკივრებისთვის ხელის ჩამოსართმევად. რაც შეეხება უმარს, ის მათგან განსხვავდება. ეს ბიჭი განებივრებულია... რაც შეეხება ჩემთან ბრძოლას, ქამრისთვის ჩხუბის შანსი ახლიდან უნდა დაიმსახუროს, ამისთვის 2, ან 3 ბრძოლის ჩატარება მოუწევს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის ოქტომბერში, შონ ომალისთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, რომელიც იანვარში, უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა. ქამრის კიდევ ერთი დაცვა 1 თვის წინ, 8 ივნისს კვლავ შონ ომალისთან შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბის არ მეშინია, სუსტი წერტილები ყველას აქვს“ - სენდჰეგენი დვალიშვილთან ბრძოლაზე
„მერაბის არ მეშინია, სუსტი წერტილები ყველას აქვს“ - სენდჰეგენი დვალიშვილთან ბრძოლაზე