ანკალაევი: „ორი ბრძოლის შემდეგ ამას გავაკეთებ“
UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი მაგომედ ანკალაევი ხშირად არც მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობით გამოირჩევა და არც სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურობს, რის გამოც მისი მოსაზრების მოსმენა როგორც თავის გამოსვლაზე, ასევე შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში მიმდინარე მოვლენებზე იოლი არ არის. 33 წლის დაღესტნელმა მებრძოლმა ამჯერად ტრადიცია დაარღვია და ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში შეკითხვაზე, როგორია მისი უახლოესი გეგმები, ასეთი პასუხი გასცა:
„მძიმე წონაში გადასვლასთან დაკავშირებით თავში აზრები გამუდმებით მიტრიალებს. თუმცა, ჯერჯერობით ქვემძიმე დივიზიონში არის რამდენიმე მებრძოლი, რომლებთანაც ტიტული უნდა დავიცვა. ვფიქრობ, კიდევ ორ საჩემპიონო ჩხუბს ჩავატარებ და შემდეგ წონას აუცილებლად შევიცვლი და ახალ გამოწვევებს შევეჭიდები“.
ცნობისათვის, მაგომედ ანკალაევი ქვემძიმე წონაში 2018 წლის მარტიდან ჩხუბობს და მას შემდეგ ჩატარებული 14 ბრძოლიდან 12 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა. 5 ოქტომბერს, UFC 322-ის მთავარი მოვლენა სწორედ მასსა და ბრაზილიელ ალექს პერეირას შორის გასამართი რემატჩი იქნება.