ხამზატ ჩიმაევი, ალექს პერეირა
Aa
Aa

„პერეირასთან ღირსეულად იბრძოლებს“ - ჩიმაევის შანსები ქვემძიმე წონაში

ხამზატ ჩიმაევმა ჯერ კიდევ დრიკუს დუ პლესის დამარცხებამდე განაცხადა, რომ მისი მიზანი სამი დივიზიონის ჩემპიონობაა. კერძოდ, საშუალო წონაში ქამრის მოგების შემდეგ, ის ელოდება როგორ დასრულდება ქვესაშუალო დივიზიონში მადალენა-მახაჩევისა და ქვემძიმეში ანკალაევი-პერეირას ბრძოლები, რის შემდეგაც დენა უაითს საკუთარ მოთხოვნასა თუ სურვილს წაუყენებს. რამდენად შეუძლია ქვემძიმე წონაში წარმატების მიღწევა, ამის თაობაზე აზრი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის, მაგომედ ანკალაევის მწვრთნელს, სუჰრაბ მაგომედოვს ჰკითხეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:

„ცოტა ხნის წინ ხამზატ ჩიმაევმა თქვა, რომ თუ ალექს პერეირა ჩემპიონი გახდებოდა, ზედა წონაში აუცილებლად ავიდოდა და ბრაზილიელს დაუპირისპირდებოდა. არ ვიცი რა პოზიცია აქვს ხამზატს იმ შემთხვევაში, თუ მაგომედ ანკალაევი კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და ქამარს შეინარჩუნებს. რაც შეეხება „პოატანთან“ მის ბრძოლას, ისეთი დონის მოჭიდავეს, როგორიც ჩიმაევია, ბრაზილიელთან წარმატების მიღწევაზე ფიქრი შეუძლია“.

ცნობისათვის, ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო დაპირისპირება, ანუ მაგომედ ანკალაევისა და ალექს პერეირას რემატჩი 4 ოქტომბერს, UFC 320-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამავე დღეს კი, მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულის კიდევ ერთხელ, ზედიზედ მესამედ დაცვას შეეცდება და ამჯერად მისი მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დროის ფუჭი კარგვაა“ - სონენი ანკალაევი-პერეირას ბრძოლაზე
„დროის ფუჭი კარგვაა“ - სონენი ანკალაევი-პერეირას ბრძოლაზე