ხამზატ ჩიმაევი, ნეიტ დიასი
Aa
Aa

ნეიტ დიასი: „ჩიმაევი მშიშარა მებრძოლია“

ხამზატ ჩიმაევმა UFC 319-ზე MMA-ს მოყვარულებს საოცარი პერფომანსი შესთავაზა და საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი დრიკუს დუ პლესისთან მოპოვებული დომინანტური გამარჯვების ფონზე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 31 წლის ჩეჩენმა მებრძოლმა მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მეტოქე არ დაუფინიშებია, მისი უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა და 25-წუთიან ბრძოლაში მეტოქე 21 წუთზე მეტხანს პარტერში აკონტროლებდა. და მაინც არსებობენ MMA-ს მებრძოლები, რომლებიც ხამზატს აკრიტიკებენ და მათ რიგებს მიეკუთვნება ნეიტ დიასი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მე არ მომწონს ასეთი სტილი, რითაც ჩიმაევმა გაიმარჯვა, რადგან ის ძალიან მოსაწყენია. მისი სხეულის მასიდან გამომდინარე, ხამზატი დიდი და საშინელი ბიჭი უნდა იყოს, სინამდვილეში კი ნამდვილი მშიშარაა. დიახ, შეიძლება ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ იმ 21 წუთის განმავლობაში, როდესაც ჩიმაევი დრიკუსს აკონტროლებდა, ფინიშისთვის საოცრად ხელსაყრელი პოზიცია ჰქონდა, თუმცა მხოლოდ მსუბუქი დარტყმებით კმაყოფილდებოდა. იცით რატომ? იმიტომ, რომ მშიშარაა და იცოდა, რომ გაერისკა, შესაძლოა დუ პლესისგან საპასუხო დარტყმას თავად ის ჩაეგდო ნოკაუტში“.

ცნობისათვის, საშუალო წონით დივიზიონში ჩემპიონი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეიცვალა და მოპოვებულმა წარმატებამ ხამზატ ჩიმაევს P4P-ის რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურების საშუალება მისცა - მან მეთოთხმეტედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა მხოლოდ ილია თოფურიას, ისლამ მახაჩევს და მერაბ დვალიშვილს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ არ მოგწონთ, ნუ უყურებთ“ - დემეტრიუს ჯონსონმა ჩიმაევი დაიცვა
„თუ არ მოგწონთ, ნუ უყურებთ“ - დემეტრიუს ჯონსონმა ჩიმაევი დაიცვა