ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ“ - ენრიკე ბილბაოსთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში „ბილბაოში“ 0:0-ის შემდეგ, ლუის ენრიკემ თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

„ეს იყო დაძაბული მატჩი, ძალიან რთული, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, მაგრამ ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩვენ შევქმენით რამდენიმე ძალიან რეალური საგოლე მომენტი, ამ მატჩის მოგება შეგვეძლო.

ატმოსფერო? რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი იყო, სტადიონზე დიდებული გარემო იყო. ტრიბუნები მაქსიმალურად ახორციელებდნენ ჩვენზე ზეწოლას. და ვფიქრობ, მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ დიდი სირთულეებით. ვფიქრობდით, რომ მეორე ტაიმში ისინი გამოფიტული იქნებოდნენ. ჩვენ ეს გამოვიყენეთ და რამდენიმე რეალური შანსიც შევქმენით, მაგრამ ეს მოსაგებად საკმარისი არ იყო.

ამ შედეგის გამო ცოტა ხასიათი გაგვიფუჭდა, რადგან სატურნირო ცხრილი დაძაბულია და ბევრი ქულა დაგვჭირდება. სულ მცირე, ერთი მატჩი მაინც უნდა მოვიგოთ.

იმედგაცრუებული ვარ? რატომ? არ ვარ იმედგაცრუებული. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ინტენსიური, განსხვავებული მატჩი. უნაი სიმონი მოედანზე საუკეთესო მოთამაშე იყო, და ატმოსფერო იყო წარმოუდგენელი. ზუსტად ისეთი, როგორიც ვიცოდი, რომ იქნებოდა.

ბილბაოს ზეწოლა მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან მაღალი იყო, და მათ ცხრილში მეტი ქულა დაიმსახურეს, ვიდრე აქვთ. ეს ფეხბურთია. არანაირი იმედგაცრუება არ არის“.

- განაცხადა ენრიკემ.

აქვე გეტყვით, რომ 6 ტურის შემდეგ პსჟ-ს 13 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მოწინავე 8 გუნდს შორის მოსახვედრად ბრძოლა გრძელდება. ლიგის ფაზის დასკვნით ორ ტურში პარიზელები ლისაბონში „სპორტინგს“ დაუპირისპირდებიან, ბოლოს კი შინ „ნიუკასლს“ დაუხვდებიან. ორივე შეხვედრა 2026 წლის იანვარში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები