ალონსო: “ჩემი მომავალი? მე შემდეგ მატჩზე ვარ კონცენტრირებული“
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ჩაბი ალონსომ ბოლო შანსი ვერ გამოიყენა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ალონსომ კომენტარი გააკეტა.
ალონსო:
„ვფიქრობ, დღეს საკუთარ თავთან სასაყვედურო არავის არაფერი გვაქვს. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ნებისმიერი დარტყმა უფრო დიდ ტკივილს გგვრის. 10 წუთში ისინი წინ იყვნენ. პირველი ტაიმი კარგად ვერ გავაკონტროლეთ. მეორე ნახევარში დახვეწილობა გვაკლდა. საყვედურს ვერავის ვეტყვი.
როდესაც ამდენი ფეხბურთელი გაკლია, თავს ნაკლებად სტაბილურად გრძნობ. სიტი რთული მეტოქეა. მათ ძალიან სწრაფად შეცვალეს თამაშის დინამიკა. შანსები გვქონდა, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ტურპინს ვესაუბრე და კონკრეტული გადაწყვეტილებების ახსნა ვთხოვე.
როდრიგოს გოლი ძალიან მიხარია, ის შესანიშნავი მოთამაშეა. მიხარია ისიც, რომ გულშემატკივრებს ის ძალიან უყვართ. ჩემი მომავალი? ეს ჩემი საქმე არ არის. მე მხოლოდ რეალის შემდეგ მატჩზე ვარ კონცენტრირებული.“
ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა რეალმა კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა. შეგახსენებთ, რომ სიტისთან მატჩამდე ესპანური მედია წერდა, რომ წაგების შემთხვევაში ალონსოს გაათავისუფლებდნენ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.