ომალი: UFC დვალიშვილისა და იანის მესამე ჩხუბს არ დააორგანიზებს
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, შონ იმალი ფიქრობს, რომ მერაბ დვალიშვილმა შესაძლოა უახლოეს მომავალში პიოტრ იანთან რევანშის შანსი ვერ მიიღოს.
„მე ამის არ მჯერა. მერაბმა ხუთივე რაუნდი (45-50) წააგო. მასზე დომინირებდნენ. UFC ამ ბრძოლას არ დანიშნავს“, – თქვა „შუგამ“.
მანამდე მერაბმა განაცხადა, რომ UFC-ში მას პიოტრ იანთან მესამე ბრძოლას დაჰპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ სუპემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.
რაც შეეხება შონს, მან ბოლო 2 სატიტულო ბრძოლა სწორედ ქართველ „მანქანასთან“ გამართა და ორივეჯერ დამარცხდა.