„წლის ბოლომდე ილია ქამარს ვაკანტურს გახდის“ - ჩარლზ ოლივეირა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ბრაზილიელი მებრძოლი ჩარლზ ოლივეირა მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს ვაკანტურს გახდის.
რას ამბობს ოლივეირა:
„სატიტულო ბრძოლამდე 1 მოგება მაშორებს, მაგრამ ახლა მხოლოდ მაქს ჰოლოუეის დამარცხებაზე ვფიქრობ. ჩემი აზრით, თეთრ სახლში ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი იჩხუბებენ. თოფურიას თავისუფლად შეუძლია, გეიჯი დაანოკაუტოს და აბსოლუტური ჩემპიონი გახდეს.
ასევე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ილია თოფურია ქამარს ვაკანტურს გახდის და ქვესაშუალო წონაში ისლამ მახაჩევთან იჩხუბებს. დარწმუნებული ვარ, რომ თოფურია-მახაჩევის ჩხუბი შედგება, მაგრამ არა თეთრ სახლში.
თოფურიას ძალიან სურს ეს ჩხუბი, ისლამიც ამბობს, რომ მზადაა. ორივე მებრძოლს ეს ჩხუბი დიდ ფულს მოუტანს, ვინაიდან გულშემატკივრებიც მოუთმენლად ელოდებიან ამას.
თუ მაქს ჰოლოუეის მოვუგებ, შემდეგი პრეტენდენტი მე ვიქნები, და იმ შემთხვევაში, თუ თოფურია ქამარს დატოვებს, მე კიდევ ერთ პრეტენდენტთან მაჩხუბებენ“.
შეგახსენებთ, რომ ოლივეირასა და ჰოლოუეის ჩხუბი 7 მარტს, UFC 326-ზე გაიმართება - გამარჯვებული BMF-ის ქამარს დაისაკუთრებს.