ალექს პერეირა
Aa
Aa

„მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ვიბრძოლებ“ - პერეირას გეგმები

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალექს პერეირასა და ხამზატ ჩიმაევის შესახებ ცნობები ერთმანეთის პარალელურად ვრცელდება, რაც ბუნებრივია, UFC-ის საშუალო და ქვემძიმე წონით კატეგორიებში ძალთა გადანაწილებებით არის გამოწვეული. ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ 31 წლის ჩეჩენი ზედა დივიზიონში ავა და დროებითი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, რადგან „პო ატანი“ თავის მხრივ წონის შეცვლას აპირებს, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაადასტურა.

ალექს პერეირა

ვინც არ უნდა დამიპირისპირონ, ბრძოლისთვის მზად ვარ და პლუს ამას, არც იმას აქვს მნიშვნელობა რომელ დივიზიონში ვიბრძოლებ. რა თქმა უნდა, საშუალო წონაში ჩასვლა არავინ არ უნდა მომთხოვოს, რადგან იქ დასამტკიცებელი უკვე დიდი ხანია დავამტკიცე. აი, რაც შეეხება ქვემძიმე და მძიმე წონას, ნებისმიერ მებრძოლთან შეხვედრისთვის მზად ვარ. ჯერ იმ დივიზიონზე ვისაუბრებ, სადაც ვიმყოფები - აქ რეიტინგში მყოფი საწყისი ათი სპორტსმენიდან ყველა თავისი საქმის ოსტატია და საშიში მოწინააღდემეგე იქნება.

ცნობისათვის, ალექს პერეირას თეთრი სახლის ღონისძიების უპირობო მონაწილედ განიხილავენ და თუ აქამდე მძიმე წონაში მის ჯონ ჯონსთან დაპირისპირებას წინასწარმეტყველებდნენ, ამჯერად უკვე ბრაზილიელისა და სირილ განის ჩხუბზე დაიწყო საუბარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პერეირას თემა უნდა დავხურო“ - ანკალაევი ცვლილებას გეგმავს
„პერეირას თემა უნდა დავხურო“ - ანკალაევი ცვლილებას გეგმავს